ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 48 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.050 პროცენტით, მაქსიმალური - 7.220 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.143 პროცენტით განისაზღვრა.