პირველად საქართველოში მოზარდებმა საკუთარი სტარტაპ პროექტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ BTU kids-ის საკვირაო სკოლის ბაზაზე შექმნეს.
სპარტაპ პროექტები შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და თამამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს პასუხობს. ,,მეტრი’’ - უძრავი ქონების ღირებულების ონლაინ კალკულატორი, ,,მიკრო ოფისი’’ - სმარტ ჯიხური ქუჩებში, ,,ფუდბოტი’’ - კალორიის კალკულატორი აპლიკაცია, ,,School Book’’ - სკოლის სახელმძღვანელოების ონლაინ პორტალი, ,,Serviceland’’ - მომსახურების გამწევი ფრილანსერების პორტალი - ესენი BTU kids-ის 10-15 წლის კურსდამთავრებულების სტარტაპ პროექტებია, რომლებითაც ტექნოპარკი და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. სპეციალურად კუსდამთავრებულებისთვის ტექნოპარკში ჩატარდება ვორქშოფი. შეხვედრაზე ბავშვებს იდეების კომერციალიზაციის საშუალებებზეც ესაუბრებიან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში BTUkids-ის პროექტმა სტარტი ოქტომბერში აიღო და მაისში სტარტაპ პროექტების პრეზენტირებით დასრულდა. კურსი გულისხმობდა მოზარდების გადამზადებას მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყისებში, მათთვის მენეჯერული უნარების გამომუშავებას, მათ პერსონალურ და სოციალურ განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას მეცნიერებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
”პროექტი 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და მასში 40 ბავშვი მონაწილეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მათ მოამზადეს ბიზნესიდეები და შექმნეს პროდუქტების პროტოტიპები, როგორიცაა მობილური აპლიკაცია ან ვებგვერდი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 5 ჯგუფი, რომელთაც მენტორები უწევდნენ კონსულტაციებს ბიზნეს იდეების შემუშავებისა და განვითარების პროცესში. ისინი კურსდამთავრებულებს მომავალშიც დაეხმარებიან, რათა მათ ინვესტორები მოიძიონ და იდეების კომერციალიზაცია მოახერხონ,” - განმარტავს მენტორი ზურა პერტაია.
ბავშვების მიერ შექმნილი პროექტებიდან ერთ-ერთი ასე გამოიყურება:
”ჩვენ შევქმენით მესენჯერბოტი, რომელიც მომხმარებლებს კვების რეჟიმის შერჩევასა და სასურველი წონის შენარჩუნებაში დაეხმარება. ის ითვლის ამა თუ იმ პროდუქტის კალორიებს, მოიცავს კერძების რეცეპტებს და ასევე, გვასწავლის, სად მივირთვათ ესა თუ ის კერძი,” - ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ზაზა ელაშვილი.
”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” (BTU) პროექტის გაგრძელებას აპირებს და 2017 წლის ოქტომბრიდან უკვე 150 ბავშვს ექნება საკვირაო სკოლაში სწავლის საშუალება.