"ამაზონის" ბოლო გადაწყვეტილებით, თუ მომხმარებელი შენაძენში 25 დოლარსა და მეტს გადაიხდის, მას აღარ მოუწევს მიწოდების ფასის გადახდა.
აღსანიშნავია, რომ თებერვლიდან მსგავსი შემოთავაზებით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვინც ონლაინ მაღაზიაში 35 დოლარს ან მეტს გადაიხდიდა.
"ამაზონითვის" მსგავსი ფასდაკლებები ახალი არაა. მაგალითად, იქამდე სანამ მიწოდება 35-დოლარიან პროდუქტზე უფასო იქნებოდა, იყო 49-დოლარიანი პაკეტებიც.
კომპანიის ამ ნაბიჯს ბევრი Wal-Mart-ს უკავშირებს, რომელმაც იანვარში მგავსი სერვისი შესთავაზა კლიენტებს 35 დოლარად.