1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4415 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4415 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4362 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6537 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6481 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.