ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა, 1080 ღერი უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო ფილტრიანი სიგარეტი master (1080 ღერი), მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკონტროლო შესყიდვის შედეგად გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.