თურქეთში წყალსაცავის დაცლის გამო მტკვრის დონე აიწევს.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, შესაბამისი შეტყობინება მათ თურქეთის მხარისგან მიიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოც. საბჭოს განმარტებით, წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია.
სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მდინარე მტკვარზე სათევზაოდ არ ჩავიდნენ, რადგან მტკვრის დონე საგრძნობლად იქნება მომატებული.