NDI-ის გამოკითხვით, რესპონდენტთა 48 % მიიჩნევს, რომ ეროვნულ თავდაცვაზე გამოყოფილი თანხა უნდა გაიზარდოს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოკითხულთა 48 % ფიქრობს, რომ ეროვნულ თავდაცვაზე გამოყოფილი თანხა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

NDI-ის კითხვაზე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წელს 670 მილიონ ლარს იღებს, რაც ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 6 %-ია. თქვენი აზრით, საქართველომ უნდა გაზარდოს, იგივე დატოვოს თუ შეამციროს ეროვნულ თავდაცვაზე გამოყოფილი თანხა? - გამოკითხულთა 48 % ფიქრობს, რომ უნდა გაზარდოს, 32 % მიიჩნევს, რომ იგივე დატოვოს, 8 % ფიქრობს, რომ შეამციროს, 12 %-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.

საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.