NDI-ის გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ახლა შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, მომავალ 5 წელიწადში (2017-2022) გახდება ევროკავშირის წევრი.
კითხვაზე, თუ საქართველო ახლა შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, როგორ ფიქრობთ, როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, 20% აცხადებს, რომ მომავალ 5 წელიწადში, გამოკითხულთა 21% ფიქრობს, რომ 5-10 წლის შემდეგ, 18% მიიჩნევს, რომ 10 წლის შემდეგ, 10% კი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს არ გახდება ევროკავშირის წევრი.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.