რომის ცენტრში აფეთქება მოხდა

რომის ცენტრში ფოსტის შენობის წინ აფეთქება მოხდა, - იუწყება იტალიური გამოცემა Il Fatto Quotidiano.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა ერთი მანქანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აფეთქების მიზეზებს ადგილზე მყოფი ექსპერტები არკვევენ.