ეკონომიკის სამინისტროს ”ქართული კინოს” სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაცია სურს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გეგმავს, შპს ”ქართული კინოს განვითარების ცენტრის” სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილების მიზნით, წინადადებით მიმართოს საქართველოს მთავრობას.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ამ გადაწყვეტილების შედეგად, საბჭო გახდება უფრო წარმომადგენლობითი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, რაც მიიღწევა საბჭოს მუშაობაში დარგის სპეციალისტების მეტი ჩართულობით.

”საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება სამუშაო ჯგუფის (კომისიის) შემადგენლობა, რომელიც განიხილავს შპს „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების გზით დაკომპლექტების ახალ წესს,” - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

სამინისტრო გეგმავს „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაციის საკითხი საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაიტანოს.