მზიანი ამინდის გამოსვლასთან ერთად, ბევრ ჩვენგანს სუფთა ჰაერზე დასასვენებლად გასვლის სურვილი უჩნდება. თუმცა, ამას დროის არქონის გამო ხშირად ვერ ვახერხებთ, შესაბამისად, დასვენების დღეებსაც ქალაქის ხმაურსა და გადატვირთულ მოძრაობაში სეირნობას ან სახლში დარჩენას ვუთმობთ. მიუხედავად დროის შეზღუდული რესურსისა, შეგიძლიათ, დასვენების დღეები მშვიდად, მწვანე გარემოში, სუფთა ჰაერზე და თანაც ქალაქთან ახლოს გაატაროთ ხოლმე, რისთვისაც Allnews.ge საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიერ მოწოდებულ ადგილებს გთავაზობთ.
ბექა ბუხრაშვილის თქმით, საპიკნიკედ ყველაზე კარგი ადგილი თბილისის ეროვნული პარკია, რომელიც ტერიტორიას მამკოდიდან და საბადურის ტყიდან, საგურამომდე მოიცავს.
"აქ დასასვენებლად ძალიან კარგი ადგილებია და პერსონალიც ტურისტებისა და სტუმრების მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილია.
ბუნება შესანიშნავია, ზაფხულში, ქალაქიდან გასასვლელად და დასასვენებლად ძალიან კარგი ადგილია.ეროვნულ პარკში მოწყობილია ველოსიპედების ბილიკები და მშვენიერი რეკრეაციული ზონაა.ყველას ვურჩევდი, ერთი დღით, დასასვენებლად იქ წავიდეს," - განმარტავს ბექა ბუხრაშვილი.მოლაშქრეთა ეროვნული ფერედაციის ვიცეპრეზიდენტის თქმით, პიკნიკის მოსაწყობად ჭილის ტბა, რომელიც მუხათგვერდის სასაფლაოს ზემოთ მდებარეობს, შესაფერისი ადგილია.
"იქაც მშვენიერი ტყეა და ძალიან ლამაზი ტბა, ხშირად ეწყობა ხოლმე სხვადასხვა ღონისძიება. ჭილის ტბა მოლაშქრეების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია," - აღნიშნავს ის. განაგრძეთ კითხვა