ლიონის მუზეუმიდან 1800 ძვირფასთვლიანი გვირგვინი მოიპარეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ქურდებმა მუზეუმში შეღწევა შაბათ ღამეს მოახერხეს. გვირგვინის გარდა მათ წაიღეს მუზეუმის ორი ექსპონატი - ბეჭედი და თასი.
მოპარული გვირგვინი 1899 წელს არის შექმნილი და მისი ღირებულება მილიონ დოლარზე მეტია.
ინციდენტის შემდეგ მუზეუმი გამოძიების განმავლობაში დაიკეტა.
ძვირფასეულობის ძარცვების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვა 2003 წელს მოხდა. ქურდებმა ანტვერპენის ალმასების ცენტრიდან 140 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს.
2008 წლის დეკემბერში პარიზში, კომპანია "ჰარინ უინსტონის" საიუვილერო ნაწარმის გამოფენიდან სამმა მძარცველმა თითქმის ყველა ნივთი მოიპარეს, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 113 მილიონი დოლარი შეადგინა.