ბილ გეითსი - 14-წლამდე ბავშვებს სმარტფონები არ უნდა ჰქონდეთ

ბილ გეითსის განაცხადებით, მიაჩნია, რომ 14-წლამდე ბავშვებს მშობლებმა სმარტფონება არ უნდა უყიდონ. 

ბრიტანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს თავიანთი სამი შვილისთვის სმარტფონები 14 წლამდე არ უყიდიათ.

"ჩვენ ასევე შევუზღუდეთ კომპიუტერთან ჯრომის დრო, რათა ბავშვებს მეტი დრო გაეტარებინათ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. როდესაც მაგიდასთან ვსხედვართ და ვსადილობთ, მობილურები წინ არავის უდევს", - განაცხადა ბილ გეითსმა.

"მაიკროსოფთის" თანადამფუძნებელმა ასევე გაიხსენა "ეფლის" დამაარსებლის სტივ ჯობსის ერთ-ერთი ინტერვიუ, როცა ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობენ თქვენი შვილები ახალ აიპადზეო, ჯობსმა უპასუხა - წარმოდგენა არ მაქვს, რადგან ჩემს სახლში აიპადები აკრძალულიაო.

მოზარდებისთვის სმარტფონების ქონის აკრძალვაზე ასევე ხშირად საუბრობენ ტექნოლოგიისა თუ ბავშვის აღზრდის ექსპერტები და მშობლებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად გადაავადონ შვილებისთვის მობილურის ყიდვის დრო.