პორტალმა Numbe.com მსოფლიოს ქალაქების დანაშაულის ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში დანაშაულის დონეს განსაზღვრავს.
გთავაზობთ 5 ყველაზე კრიმინალურ ქალაქის „ნუმბეოს“ დანაშაულის ინდექსის თანახმად.
კარაკასი
დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი ოფიციალური მონაცემებით, ვენესუელას დედქალაქში მომხდარ დანაშაულებებზე. თუმცა, 2016 წელს ხელისუფლებამ ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ქვეყნის მთავრობის მონაცემებით, კარაკასში 100 ათას ადამიანზე 130,35 მკვლელობა მოდის.
სან პედრო სულა
ჰონდურასის რიგით მეორე ყველაზე მსხვილი ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით, 100 ათას ადამიანზე სან პედრო სულაში 112,09 მკვლელობა მოდის.
პიტერმარიცბურგი
სამხრეთ აფრიკაში მდებარე ქალაქი ცნობილია მაჰათმა განიდსთან დაკავშირებული ისტორიით: ახალგაზრდა განდიმ უარი თქვა პირველი კლასის ვაგონიდან მესამე კლასის ვაგონში გადასვლასა და ადგილის ევროპელისთვის დათმობაზე. ქალაქის ცენტრში მაჰათმა განდის მონუმენტია აღმართული.
თუმცა, სამხრეთ აფრიკის ამ ქალაქში კრიმინალის დონე საკმაოდ მაღალია. „ნუმბეოს“ მონაცემებით, პპიტერმარიცბურგში უსაფრეთხოების ინდექსი მხოლოდ 15,77, დანაშაულის ინდექსი კი 84,23.
ფორტალეზა
ბრაზილიის სიდიდით მეხუთე ქალაქი. ოფიციალური მონაცემებით, აქ მცხოვრებ 100 ათას ადამიანზე 44,98 მკვლელობა ხდება.
იოჰანესბურგი
სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი. ქალაქის ცენტრში უამრავი ცათამბჯენი, უმსხვილესი ბანკების ოფისები და ტრანსნაციონალური კორპორაციები განლაგებული. თუმცა, ქალაქის გარეუბნები ჰილბროუ და ბერეა მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური რაიონების ათეულში არიან.