NDI-ის გამოკითხულთა 24% აცხადებს, რომ მარტში მისი ოჯახის შემოსავალი დაქვითვის შემდეგ 261-400 ლარი იყო.
კვლევის თანახმად, 2%-ის თქმით, მათი ოჯახის მარტის თვის შემოსავალი 1 600 ლარზე მეტი იყო; 3%-ის თქმით, 1 201-1 600 ლარი იყო; 10%-ის თქმით, 801- 1 200 ლარი იყო; გამოკითხულთა 20% აცხადებს, რომ მათი ოჯახის შემოსავალმა 401-800 ლარი შეადგინა. გამოკითხულთა 21% აღნიშნავს, რომ მარტში მათი ოჯახის შემოსავალი 151-260 ლარი იყო; 4%-ის თქმით, 150 ლარამდე; 2% აცხადებს, რომ შემოსავალი არ ჰქონია; 7%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, ხოლო 7% აცხადებს, რომ არ იცის რამდენი იყო მათი ოჯახის შემოსავალი წინა თვეში.
რაც შეეხება დანახარჯებს, გამოკითხულთა 3% აცხადებს, რომ მათი ოჯახის დანახარჯი მარტში 1 600 ლარზე მეტი იყო; 3%-ის თქმით, 1 201-1 600 ლარი; 10% აღნიშნავს, რომ 801- 1 200 ლარი; 22% აცხადებს, რომ მათი ოჯახის დანახარჯი მარტში 401-800 ლარი იყო; 25%-ის თქმით, 261-400 ლარი იყო; 19%-ის თქმით, 151-260 ლარი; 4%-ის განცხადებით, მათი ოჯახის დანახარჯი წინა თვეში 150 ლარამდე იყო; 9%-ის თქმით, არ იცის თუ რამდენი იყო მათი ოჯახის დანახარჯი; 5%-მა პასუხზე უარი თქვა, ხოლო ისეთი, ვისაც ოჯახში დანახარჯი არ ჰქონია - 0%-ია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.