ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა

2014 წლის 17 მარტის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან, ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 106.24 (- 2,33) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 98.08 (- 0,81) დოლარი/ბარელზე.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 17 მარტის მდგომარეობით, PLATT'S-ის მიხედვით (რაზეც დამოკიდებულია საქართველოში საწვავის ფასი), საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე შეადგენს:

ბენზინი - 969,50 დოლარი/ტონაზე;

დიზელი (L-62) - 878,50 დოლარი/ტონაზე;

დიზელი (10ppm) -898,25 დოლარი/ტონაზე;

Jet - 920,00 დოლარი/ტონაზე;

მაზუთი - 632,25 დოლარი/ტონაზე;

ამ დროისთვის, საქართველოში სუპერის ტიპის ბენზინი საცალო ბრენდირებულ ქსელში საშუალოდ 2.22 - 2.30 ლარი ღირს; პრემიუმი - 2.15- 2.25 ლარი; ევრო რეგულარი - 1.95 - 2.10 ლარი; რეგულარი - 2.02; ხოლო ევრო დიზელი - 2.17 - 2.23 ლარი.