2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3091 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 788 მილიონი აშშ დოლარი იყო (30%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 2303 მილიონი აშშ დოლარი (13%-ით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1515 მილიონი აშშ დოლარი და სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა.