სოფელ კუმისის მოსახლეობა არაბებზე მიწის მიყიდვის საკითხს აპროტესტებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სოფელში არსებული 200-300 ჰექტარი მიწის არაბებზე მიყიდვის საკითხს აპროტესტებენ.

,,სულ რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, რომ აქ არაბების სოფელი უნდა გაშენდეს. ჩვენი სოფლის კუთვნილი მიწები უკვე შემოსაზღვრულია, ნაკვეთ-ნაკვეთ დაჰყვეს, ბოძებიც მოიტანეს. შემოსაზღვრულ ტერიტორიას კი ჩვენ საქონლის საძოვრად ვიყენებთ და სახნავ-სათესად. თუ საქონელს ამ მიწებზე ვერ გავუშვებთ და მოსავალს ვერ ავიღებთ, მაშინ ოჯახები როგორ ვარჩინოთ? არ დავუშვებთ ჩვენი მიწები არაბებს დავუთმოთ “- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

კუმისელების განცხადებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არაბებზე გაყიდული მიწები ადგილობრივებს არ დაუბრუნდებათ, ისინი გამოსვლებს არ შეწყვეტენ.