ACIBADEM ALTUNIZADE - ახალი თაობის საავადმყოფო სტამბულში

2017 წლის მარტში სტამბულში, Altunizade-ს რაიონში გაიხსნა საერთაშორისო ქსელის Acıbadem-ის ახალი - 23-ე საავადმყოფო. უნიკალური ინფრასტრუქტურის, უახლესი ტექნოლოგიების, ექიმთა ვარსკვლავური ჯგუფის და მომსახურებების ფართო სპექტრით, Acıbadem წარმოადგენს თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას. საავადმყოფო ემსახურება, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პაციენტებს.

თურქეთის ყველაზე დიდი საავადმყოფო

Acıbadem Altunizade-ის ახალი საავადმყოფოს მთლიანი ფართი შეადგენს 98 ათას კვადრატულ მეტრს - რაც მას არა მარტო სტამბულის, არამედ თურქეთის ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებად მოიაზრებს. საავადმყოფო მოიცავს 442 საწოლს, მათ შორისაა 134 ერთადგილიანი პალატა, 18 განსაკუთრებულად კომფორტული (suit room) და 4 VIP პალატა (king room), 74 ინტენსიური თერაპიის პალატა, 32 სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილება და ა.შ.

საავადმყოფო მოიცავს უნიკალური ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 საოპერაციო პალატას, მათ შორისაა ჰიბრიდული ქირურგიული საოპერაციო დარბაზი. მოწინავე დიაგნოსტიკური აღჭურვილობა, რომელიც მათში გამოიყენება (უახლესი ტომოგრაფი Tesla MRI 3, კომპიუტერული ტომოგრაფი 128 Slice CT, რობოტიზებული ანგიოგრაფიის სისტემა), საშუალებას იძლევა გამოკვლევები ჩატარდეს ოპერაციის მსვლელობისას, რაც ზრდის მკურნალობის ეფექტურობას, იცავს პაციენტებს სირთულეების წარმოქმნისგან და ამცირებს განმეორებითი ქირურგიული ჩარევის წარმოქმნის საშიშროებას.

ეს უნიკალური ინფრასტუქტურა ხელს უწყობს ექიმებს, მიაღწიონ სასურველ შედეგებს რთული ოპერაციის ჩატარებისას: ნერვიული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის, ორთოპედული და ოტოლარინგოლოგიის მიმართულებებით. მაგალითად, ამ ხელსაწყოების საშუალებით, ექიმს შეუძლია ოპერაციის მსვლელობისას შეამოწმოს, სრულად იქნა თუ არა ამოჭრილი ტვინის სიმსივნე, რისი მეშვეობითაც 100%-მდე იზრდება ოპერაციის ეფექტურობა.

უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება

Acıbadem Altunizade-ს აქვს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგიური ცენტრი თურქეთში, რომელიც ერთ ჭერქვეშ აერთიანებს კიბოს მკურნალობისა და დიაგნოსტირების მოწინავე ტექნოლოგიებს. აქ ხდება სხვადასხვა სახის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ონკოქირურგიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, იოდოთერაპიის, ტომოთერაპიის, იმუნური თერაპიის, მიზნობრივი თერაპიის, უჯრედის თერაპიის, ძვლის ტვინის გადანერგვის და სხვა უახლესი მეთოდების გამოყენებით.

საავადმყოფოს ფარგლებში ფუნქციონირებს სხვადასხვა სპეციალიზებული ცენტრები: ნეიროქირურგიის ცენტრი, მკერდის სიმსივნის სამკურნალო კლინიკა, ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური ცენტრი, (აერთიანებს ტრავმების სპორტულ ცენტრსა და ორთოპედიული ლაბორატორიას), ინტერვენციული ნეირორადიოლოგიური ქირურგიის ცენტრი, რობოტიზირებული ქირურგიის ცენტრი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, ფიზიოთერაპიის ცენტრი, უჯრედული თერაპიის ცენტრი, ფეხმძიმობის შენარჩუნების ცენტრი, სტომატოლოგიური ცენტრი, გინეკოლოგიის ცენტრი, ანგიოგრაფიული ცენტრი, რადიოაქტიური იოდით მკურნალობის ცენტრი, ინ-ვიტრო განაყოფიერების ცენტრი და სხვა.

უნიკალური ტექნოლოგიები

Acıbadem Altunizade უზრუნველყოფილია მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიური აღჭურვილობით, რომელსაც არ აქვს ანალოგი თურქეთში და რომლის მსგავსსაც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფოში შევხვდებით.

ახალი თაობის უნიკალური მოწყობილობა Gamma Knife ICON, რომელიც ითვლება „ოქროს სტანდარტად“ სტერეოტაქტიკურ რადიოქირურგიაში, საშუალებას იძლევა განხორციელდეს ტვინის სიმსივნის და ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობა ღია ქირურგიული ჩარევის გარეშე, მხოლოდ ერთი სეანსის მეშვეობით. პაციენტები თავისუფლდებიან: ტკივილის, ჭრილობების, ანესთეზიის, ოპერაციის შემდგომი გართულებების და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდისაგან. პროცესი მიმდინარეობს პროფესიონალი ექიმების ზედამხედველობით, რომელთაც 6000-ზე მეტი ოპერაცია აქვთ ჩატარებული Gamma Knife-ის გამოყენებით.

თურქეთში პირველი ინოვაციური მოწყობილობა TomoTheraphy რადიოთერაპიის უკანასკნელი სიტყვის - ტომოთერაპიის ჩატარებისთვის. ის საშუალებას იძლევა მხოლოდ ერთი სეანსის შედეგად ეფექტურად მოვაცილოთ სიმსივნე, რომელიც აღემატება 4 სმ-ს ან იმყოფება სარისკო ზონაში, ამავდროულად ის არ აზიანებს ორგანიზმის ჯანსაღ ქსოვილებს.

ცნობილი ტექნოლოგიის Truebeam უახლესი ვერსია – Vitalbeam - აერთიანებს რადიაციული ონკოლოგიის ყველა საუკეთესო ტექნოლოგიას. გამოიყენება სიმსივნის მაქსიმალური სიზუსტით მკურნალობისთვის.

საავადმყოფო Acıbadem Altunizade-ში დიდი ყურადღება ექცევა პაციენტების დაავადებების ზუსტ დიაგნოზირებას, რაზეც არის დამოკიდებული შემდგომი მკურნალობის ეფექტურობა. ამისთვის აქ შეკრებილია მსოფლიოს მოწინავე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები, როგორიცაა ყველაზე თანამედროვე მულტიფუნქციური ტომოგრაფიული სისტემა FORCE CT, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ უმაღლესი გარჩევადობის გამოსახულება მინიმალური რადიაციული ზემოქმედებით, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების შემთხვევაში. სხვა თანამედროვე დიაგნოსტირების აპარატი Sürgülü CT, ექიმს აძლევს საშუალებას ოპერაციის მსვლელობისას გადაიღოს კომპიუტერული ტომოგრაფია, რითაც იმატებს ოპერაციათა ეფექტურობა.

ქირურგიული რობოტი "DaVinchi" შესაძლებლობას იძლევა, ექიმის ზედამხედველობით, განახორციელდეს ურთულესი ოპერაციები მინიმალური ჭრილებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ონკოლოგია, გინეკოლოგია, სიმსუქნე და სხვა. პაციენტებს ეძლევათ საშუალება თავი აარიდონ ტკივილებს, ჭრილობებს, სისხლდენას, ქირურგიული ოპერაციების შემდეგ შექმნილ სირთულეებს და რეაბილიტაციის გრძელვადიან პერიოდს.

ყველა მომსახურება ერთ ადგილას

Acıbadem Altunizade-ის თითოეული განყოფილება აღჭურვილია ყველა აუცილებელი მოწყობილობით, რათა პაციენტმა მიიღოს სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტი ერთ ადგილას, კლინიკის სხვა განყოფილებებისთვის მიმართვის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

უნიკალური მომსახურება და კომფორტი

Acibadem Altunizade-ის საავადმყოფოში შექმნილია ყველა პირობა, რათა პაციენტმა და პაციენტის ახლობლებმა თავი იგრძნონ მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ, როგორც საკუთარ სახლში. საავადმყოფოს ყველა განყოფილებაში მოწყობილია მოსაცდელი დარბაზები საერთო და VIP განყოფილებებით, აღჭურვილი ტელევიზორებით, ინტერნეტით, მასაჟორი სავარძლებით და პაციენტთა ინფორმირების ოთახებით. სამედიცინო დაწესებულებაში ასევე განთავსებულია კაფე, სუვენირების, წიგნებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მაღაზია და ბანკის ფილიალი. სტუმრების საავადმყოფოში ყოფნის განმავლობაში ემსახურებათ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

Acibadem Altunizade-ს საავადმყოფოში, სხვადასხვა განყოფილებებში მარტივად და სწრაფად გადასაადგილებლად სტუმრებისათვის შექმნილია სპეციალური მობილური აპლიკაცია Beacon, რომელიც ეხმარება სტუმარს სამედიცინო დაწესებულებაში ორიენტაციისთვის. კლინიკაში შემოსავლისას ის ეგებება სტუმარს სატელეფონო სმს-ის საშუალებით, და კარნახობს საჭირო ექიმთან მისვლის ინტრუქციას. აღნიშნული უნიკალური მომსახურების მეშვეობით ექიმები და პერსონალი აკონტროლებენ პაციენტის საავადმყოფოში მისვლას.

საავადმყოფოში მარტივად გადასაადგილებლად არსებობს ტრანსფერის სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის ავტომატიზირებული ეტლები.

სპეციალური პირობები ბავშვებისთვის

Acibadem Altunizade-ს საავადმყოფოში პატარა ასაკის პაციენტებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მათთვის მუშაობს კომპლექსური პედიატრიული განყოფილება, რომელიც აღჭურვილია აუცილებელი საშუალებებით ყველა მიმართულების სამედიცინო მომსახურებების აღმოჩენისთვის - ონკოლოგიიდან სტომატოლოგიამდე. ბავშვთა განყოფილებას აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი, გადაუდებელი დახმარების სამსახური, შემოწმებისა და პროცედურული კაბინეტებით და მანქანების ინდივიდუალური პარკინგით. საავადმყოფოს ასევე გააჩნია სათამაშო ოთახები პატარებისთვის.

ზრუნვა უცხოელ პაციენტებზე

Acibadem Altunizade-ის საავადმყოფოში შექმნილია უცხოელი პაცინეტების მომსახურების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე ზრუნვას მომართვის წუთიდან, სახლში დაბრუნებამდე. კვალიფიციური თარჯიმნები, ახლავენ პაციენტებს მთელი მათი იქ ყოფნის განმავლობაში, ეხმარებიან მათ ექიმებთან კონტაქტსა და სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში. მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა ენებზე მორგებული მობილური ნავიგატორი Beacon. გარდა ამისა, უცხოელი სტუმრებისთვის მომზადებულია ცალკე ტერასა, დასასვენებელი ზონა და კომპიუტერული კაბინეტი. ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო ტრანსფერით აეროპორტიდან საავადმყოფოში და უკან.

დაგვიკავშირდით ახლავე!

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა უფასოდ მიიღოთ ACIBADEM-ის ექიმების დამოუკიდებელი კონსულტაცია დაავადებასთან დაკავშირებით და მკურნალობის ეფექტური ვარიანტები. გამოგვიგზავნეთ თქვენი სამედიცინო ისტორია, ანალიზების პასუხებთან ერთად ელ. ფოსტის საშუალებით.

Teona.ghurchumalidze@acibadem.com.tr

მისამართი: ჭავჭავაძის ქ. 58

ტელ.: 2 15 85 00

(R)