იტალია-ესპანეთის მიმართულებით ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებზე ფასები წინა თვესთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა.
ტურისტული კომპანია OK TRAVEL-ის ინფორმაციით, იტალია-ესპანეთის მიმართულებები ცხელ სეზონზე განსაკუთრებით მოთხოვნადია, რაც ფასებზე დიდ გავლენას ახდენს.
„ავიაკომპანიების მხრიდან ავიაბილეთებზე ფასები დღითიდღე იზრდება. გარდა ამისა, სასტუმროს ღირებულებაც მატულობს, რაც ტურის ჯამურ ღირებულებაზეც აისახება. მაგალითად, თუ მილანის მიმართულებით ტურის ღირებულება აპრილში 250 ევრო იყო, დღეს 500 ევრომდე აღწევს. სწორედ ამიტომ მომხმარებლების მხრიდან ფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ვაწყდებით, ჩვენი კომპანია ცდილობს, რომ ტურის თარიღების ვარირება მოახდინოს და მომხმარებლებს ნაადრევი ჯავშნები შესთავაზოს რათა მაქსიმალურად დაბალ ფასად იმოგზაურონ მათთვის სასურველი მიმართულებით“, - განაცხადა OK TRAVEL-ის ტურმენეჯერმა მონიკა ლათიბაშვილმა.