უკრაინული შოკოლადის მთავარ საექსპორტო ბაზრებს შორის საქართველო მესამეა.
უკრაინის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, იანვარ-აპრილში უკრაინიდან ექსპორტირებული შოკოლადის 7,35% საქართველოზე მოდის. პირველ ადგილს იკავებს ყაზახეთი, მეორეზე კი ბელორუსია.
აღნიშნულ პერიოდში უკრაინამ 17,5 ათასი ტონა შოკოლადი გაიტანა ექსპორტზე, რაც დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ტოლია.
რაც შეეხება უკრაინაში შოკოლადის იმპორტს, სტატისტიკური მონაცემებით, იანვარ-აპრილში ქვეყანაში 5,5 ათასი ტონა შოკოლადის იმპორტი განხორციელდა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე