უკრაინული ავიაკომპანია ANDA Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

უკრაინული ავიაკომპანია ANDA Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს. როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია - ANDA Air - ზაფხულიდან დაიწყებს. უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით შეარულებს.

ავიაკომპანია ANDA Air MD 83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათობით და შაბათობით განახორციელებს, ხოლო კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში ერთხელ - ოთხშაბათობით იფრენს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.