ლაშა თორდიას სახლში გამომძიებლები მივიდნენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას სახლში გამომძიებლები მივიდნენ. ლაშა თორდიას დაკითხვა დღეს გაგრძელდება.

პროკურატურის გამომძიებლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსთან გუშინაც იმყოფებოდნენ, თუმცა ლაშა თორდიამ დაკითხვაზე უარი განაცხადა. მან დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო.

ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.