პირველ კვარტალში ბანკებმა 162 660 940 ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომერციულმა ბანკებმა 18 003 590 ლარით მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს.

კერძოდ, 2017 წლის პირველ 3 თვეში ბანკების მიერ დასაკუთრებულმა უძრავი და მოძრავი ქონების ღირებულებამ - 162 660 940 ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის პირველ კვარტალში 144 657 350 ლარი იყო.

აქედან, 2017 წელს 65 247 470 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრა „საქართველოს ბანკმა“; 2016 წელს ეს მონაცემი - 60 400 288 ლარი იყო. „თი-ბი-სი ბანკის“ მიერ დასაკუთრებულმა უძრავი და მოძრავი ქონების ღირებულებამ კი 2017 წელს - 47 034 119 ლარი; ხოლო 2016 წელს - 42 422 840 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკებს, მათ მიერ 2016-2017 წლების პირველ კვარტალში დასაკუთრებული უძრავი-მოძრავი ქონების ღირებულება ასე გამოიყურება - „ვითიბი ბანკი“ - 2017 წელს - 4 905 863 ლარის ქონება; 2016 წელს - 9 995 331 ლარი; „ტერა ბანკი“ - 2017 წელს - 10 707 118 ლარი; 2016 წელს - 11 226 735 ლარი; „ბანკი ქართუ“ - 2017 წელს - 16 366 700 ლარი ქონება; 2016 წელს - 5 223 198 ლარი; „სს სილქროუდ ბანკი“ - 2017 წელს - 1 647 918 ლარი; 2016 წელს - 3 889 906 ლარი; „ლიბერთი ბანკი“ - 2017 წელს - 115 602 ლარი; 2016 წელს - 476 723 ლარი; „ბანკი რესპუბლიკა“ - 2017 წელს - 10 516 434 ლარი; 2016 წელს - 6 298 150 ლარი; „ბაზისბანკი“ - 2017 წელს - 4 517 590 ლარი; 2016 წელს - 4 548 679 ლარი; სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო" - 2017 წელს - 840 000 ლარი; სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ - 2017 წელს - 339 465 ლარი; „ფინკა ბანკი საქართველო“ 2017 წელს - 184 933 ლარი; 2016 წელს - 175 500 ლარი; „კრედო ბანკი“ - 2017 წელს - 237 728 ლარი.