საქართველოში სოციალური კმაყოფილების ინდექსი საშუალოზე ოდნავ მაღალია.
IPM-ის კვლევის თანახმად, საქართველოში სოციალური კმაყოფილების ინდექსი 52-ით განისაზღვრა. კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობა საკუთარი ცხოვრების დონით ყველაზე მეტად - 63 ინდექსით, აჭარაშია კმაყოფილი, რომელსაც გურია მოსდევს. საკუთარი ცხოვრების დონით ყველაზე ნაკლებად კმაყოფილია კახეთის მოსახლეობა.
კმაყოფილების ინდექსი ისეთ კომპონენტებს შეიცავს, როგორებიცაა: სოციალური პირობებით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილება, ასევე ემოციური განწყობები, მომავლის შეფასებები, ადამიანის უფლებებითა და ეკონომიკური კონდიციით კმაყოფილება.
კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, ინდექსის მნიშვნელობა 0-დან (სრულიად უკმაყოფილო საკუთარი ცხოვრების დონით) 100-მდე (აბსოლუტურად კმაყოფილი ცხოვრების ხარისხით) იცვლება.
კვლევის ფარგლებში, საქართველოში 16 წელზე უფროსი ასაკის 800 ადამიანი გამოიკითხა.