17-21 მაისს, Silicon Valley Tbilisi-ის სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, i/o Extended ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება Google-ის კვირეული , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს.
მათივე ცნობით, კვირეული ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია გააცნოს მომხმარებელს გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში, მოახდინოს ახალი პროდუქტის პრეზენტაცია და გააცნოს სამომავლო ტენდენციები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან სილიკონ ველი თბილისი, Google Developers Group (GDG) Tbilisi, სარეკლამო სააგენტო Leavingstone და Geolab.
„კვირეულის ფარგლებში გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია ყოველწლიური ღონისძიებიდან i/o Extended კალიფორნიიდან, გუგლის პროდუქტების და ახალი შესაძლებლობების განხილვა, აგრეთვე Silicon Valley Tbilisi Challenge - 2 დღიანი შეჯიბრი დეველოპერებისთვის, პროგრამისტებისთვის, სტარტაპერებისთვის, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.
Silicon Valley Tbilisi Challenge-ის გამარჯვებულ პროექტს გადაეცემა სპეციალური პრიზი.
განრიგი: 17 მაისი: 20:00 საათზე - კვირეულის გახსნა, 21:00 საათზე - i/o Extended Google Keynote live ტრანსლაცია კალიფორნიიიდან;
18 მაისი: 18:30 საათზე - Leavingstone - Google Ads, 19:30 საათზე - i/o Extended live ტრანსლაცია კალიფორნიიდან AMP Ads: Better Advertising on a Faster Web;
19 მაისი: 12:00 საათზე - ციფრული საწარმოების EXPO, 15:30 საათზე - CodeLab Workshop, 17:30 საათზე - Google Products, 18:30 საათზე - Google Firebase, 19:30 საათზე - i/o Extended live ტრანსლაცია კალიფორნიიდან: Machine Learning and AI (how to accelerate your app with AI);
20 მაისი: 09:00 საათზე - Silicon Valley Challenge;
21 მაისი: 09:00 საათზე - Silicon Valley Challenge.
Google-ის კვირეულის გამართვის მიზანია საქართველოში ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ინფორმაცია და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარების პროცესს“, - აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.