1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4242 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4242 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4307 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6807 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6648 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0159 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.