”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვა სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის, ”ალავერდის” გამორთვამ გამოიწვია.
როგორც ”ელექტროსისტემაში” განაცხადეს, პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. შეზღუდვა მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების ნაწილსა და თბილისის გარკვეულ უბნებს შეეხო.
”გამოირთო სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი „ალავერდი“, რამაც გამოიწვია მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვა. საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო, ასევე, თბილისის ნაწილში. ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დგინდება. პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება ყველგან აღდგენილია. მიზეზები ამ დროისთვის უცნობია”, - აცხადებენ ”ელექტროსისტემაში”.