თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია. ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციით, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ელექტროენერგიის მიწოდება 16:45 საათზე აღდგა და მეტრომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში დაიწყო.

შეგახსნებეთ, რომ დღეს 16:15 საათზე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების გამო საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.