საკაბელო ტელევიზიებს 1 ივნისიდან ტელეარხების - „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ჯი დი ეს“, „კომედი არხისა“, „მარაოს“ ტრანსლირების უფლება იმ შემთხვევაში აღარ ექნებათ, თუ 20 მაისამდე ტრანსლირების უფლების მოსაპოვებლად შპს GMR-ს (ქართული მედია უფლებები) არ მიმართავენ.
ამის შესახებ, შპს GMR-მ საკაბელო ტელევიზიებს წერილი 28 აპრილს გაუგზავნა.
„გაცნობებთ, რომ შპს GMR (ქართული მედია უფლებები) უახლოეს მომავალში ქვემოთ ჩამოთვლილი ტელეარხებისგან მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას მოახდინოს მათ მიერ წარმოებული კონტენტის კომერციული დისტრიბუცია საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია ტელეარხების - „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ჯი დი ეს“, „კომედი არხი“, „მარაოს“ საკაბელო ტელევიზიებით ან/და ონლაინ ინტერნეტ საიტებით გავრცელებით, გთხოვთ, შესაბამისი უფლებების მოსაპოვებლად დროულად მოგვმართოთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 მაისისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან შეგიწყდებათ ზემოთჩამოთვლილი ტელეარხების ტრანსლირირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება“, - ნათქვამია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ საკაბელოებისთვის გაგზავნილ წერილში.