ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგენილია
, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე ჩამოსული იყო მიწა-კლდის ზვავი, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.