”ყვარლის ბაგას” რძის წარმოებამ დღეში 3 ტონას მიაღწია

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში დაფინანსებულმა კომპანია "ყვარლის ბაგამ" ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაასრულა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ფერმის ტერიტორიაზე განთავსებულია ძირითადი ბაგა ძროხებისთვის, ასევე სახბორე ნაგებობა, ორი ანგარი საკვების შესანახად და სასილოსე ნაგებობები.

600 ათასი დოლარით, რომელიც სესხის სახით მიიღო, კომპანიამ 132 სული ჰოლშტეინის ჯიშის დეკეულიც შეიძინა.

”ფერმის წარმადობა დღეში 3 ტონა რძეს შეადგენს, რომლის რეალიზება 100 %-ით ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. დღეისათვის ფერმის ნამატს 104 ხბო შეადგენს”, - აცხადებენ სამინისტროში.

,,ყვარლის ბაგა" საქონლის საკვების ნედლეულს საკუთარ ფართობებზე აწარმოებს. სასუქის შესაძენად ”შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" 100 ათასი ლარის ოდენობის სესხი დამატებით აიღო.

"ყვარლის ბაგაში" 15 ადგილობრივია დასაქმებული.