ირანული ავიაკომპანია Zagros Airlines დღეიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ზრდის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირის ნაცვლად, 7 სიხშირით იფრენს. ყოველდღიურ მიმოსვლას ირანული ავიაკომპანია 17 მაისიდან იწყებს. ავიარეისები A320 და MD 80-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას ახალი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.
ავიაკომპანია Zagros Airlines საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.