მალე YouTube-ის საბავშო ვერსია შეიქმნება

YouTube მუშაობს სიტის ვერსიის შექმნაზე 10 წელზე ქვემოთ ბავშვებისათვის და ვიდეოს განმთავსებლებისაგან მოითხოვს, რომ აქ მხოლოდ საბავშვო კონტენტის ვიდეოები განთავსდეს.

როგორც ცნობილი ხდება, Google-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიის ახალ ინიცაიტივას ბენეფიციარები და მხარდამჭერები უკვე გამოუჩნდნენ. კერძოდ, ზოგიერთმა ვიდეო კონტენტის შემქმნელმა სურვილი გამოთქვა, YouTube-ის საბავშვო ვერსიისთვის შესაბამისი ვიდეოების შექმნაზე დაიწყოს მუშაობა.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, საიტის საბავშვო ვერსია მშობლების ნდობის მაღალი ხარისხით ისარგებლებს და მასზე არ განთავსდება ვიდეოები და კომენტარები, რომლებსაც მშობლები არ ისურვებენ, რომ მათმა შვილებმა ნახონ. ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ იფუნქციონირებს ახალი ვერსია, ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მშობლებს ექნებათ წვდომა YouTube-ის სპეციალურ აპლიკაციაზე მობილური მოწყობილობის ან ტელევიზორის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ ბავშვებისათვის უსაფრთხო ვიდეოებს მოიცავს.

YouTube-ს უკვე გააჩნია ე.წ. ”უსაფრთხო” რეჟიმი შეუსაბამო კონტენტის გასაფილტრად იუზერის სურვილებიდან გამომდინარე. ასევე, უკვე არსებობს YouTube EDU, სპეციალური ვერსია სკოლებისათვის, სადაც მხოლოდ საგანმანათლებლო ვიდეოებია განთავსებული. თუმცა, ორივე ვერსია მაინც მოიცავს რეკლამებს, რომელთა შინაარსი ხანდახან შესაძლოა, სადავო იყოს. სავარაუდოა, რომ ეს ხარვეზი საბავშვო YouTube-ის შემთხვევაში გამოსწორებული იქნება.

ვინაიდან კომპანია ჯერჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, რომ YouTube-ის საბავშვო ვერსია ძალიან მალე გაეშვება.