კომპიუტერული ვირუსი WannaCry 22 წლის ბრიტანელმა ბიჭმა შეაჩერა

22 წლის ბრიტანელმა კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა მარკუს ჰათჩისონმა შეუძლებელი შეძლო და აღკვეთა უმსხვილესი კიბერთავდასხმა, რომელმაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეაღწია.

WannaCry-ს აღმოჩენაზე საუბრისას, ჰათჩინსი აღნიშნავს, რომ სხვებთან შედარებით უბრალოდ საკმარისად სწრაფი იყო. ახალგაზრდა ბრიტანელმა ვირუსის ნიმუში სასწრაფოდ შეინახა, ხოლო მისი ანალიზის შემდეგ, მიხვდა, რომ ვირუსმა დაურეგისტრირებელი დომეინი მოსთხოვა და მარკუსმაც მაშინვე დაარეგისტრირა. თუმცა 22 წლის მარკუს ჰათჩისონი ამბობს, რომ ეს დასასრული არ არის და დიდი ალბათობით მასშტაბური კიბერთავდასხმები განმეორდება.

WannaCry-ს აღმოჩენისთვის მარკუსმა ჯილდოს სახით 10 000 დოლარი მიიღო, რომელსაც მისი თქმით ქველმოქმედებასა და აიტი მიმართულებით განათლებას მოახმარს.

WannaCry კიბერთავდასხმის სახელია, რომელიც გასულ კვირას მოხდა და რომლის შედეგადაც დაზიანდა ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის სისტემა და რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის ფრანგული მანქანათმშენებლები, რუსული ბანკები და ესპანური ტელეკომპანიები.

ვირუსი კომპიუტერში შეღწევის შენდეგ, მფლობელის პირად ინფორმაციას შიფრავს და შემდეგ გაშიფრისთვის გარკვეულ თანხას ითხოვს. ინგლისის ჯანდაცვის ევრონული სერვისის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მონაცემების გაშიფრისთვის ჰაკერებმა 300 ათასი აშშ დოლარი ბიტკოინების სახით მოსთხოვეს.

როგორც BBC-ის კვლევა აჩვენებს, თავდამსხმელებმა მომხმარებლებისგან 22 080 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ბიტკოინებში მიიღეს. თავდასხმის შედეგად, დაახლოებით, 200 000 ადამიანი დაზარალდა.