„ჩინეთის მთავრობა მხარს დაგვიჭერს ნოემბერში თბილისში დაგეგმილი „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით“
, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოში 27-28 ნოემბერს უნდა გაიმართოს. პირველი ანალოგიური ფორუმი თბილისში 2015 წელს სწორედ ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.
„ეს იქნება პეკინში ჩატარებული „სარტყელისა და გზის ფორუმის“ ერთგვარი გაგრძელება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ჩინეთის ვიცე-პრემიერი თბილისის ფორუმზე საპატიო სტუმრად მოიწვია.