მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში, ახალი მშენებლობები აიკრძალება

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება.

საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.

ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შედეგად, 2019 წლამდე, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში აიკრძალება ახალი მშენებლობები და მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება; დასაშვებ საქმიანობად განისაზღვრება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო ქსელებისა და იმგვარი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებსა და ნაგებობებს.

პროექტის ავტორი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა.