ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ქართული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობაზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ქართული პროდუქციის ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) საერთაშორისო ორიენტაციის სტრუქტურა ბოლო 5 წლის მანძილზე არსებითად გაუმჯობესდა.
2014 წელს , როცა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქოქებოდა, ქართული პროდუქციის ძირითადი ბაზარი დსთ-ს ქვეყნები იყო. მაშინ დსთ-ში ორჯერ მეტი ღირებულების ქართული პროდუქტი გადიოდა, ვიდრე ევროკავშირში.
დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია!
2016 წლის მონაცემებით, ევროკავშირში 514 მილიონი დოლარის ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა, ანუ 14%-ით მეტი ვიდრე დსთ-ში.
2016 წელს 2014-თან შედარებით ევროკავშირში „სუფთა ექსპორტი“ 20%-ით გაგვეზარდა, 2012-თან შედარებით კი - 83%-ით.
ახლა ჯერი ჩინეთზეა! დაწმუნებული ვარ, რომ 2 წელიწადში ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაორმაგდება.
ჩავინიშნოთ - დღეს ჩინეთი ქართული „სუფთა ექსპორტის“ მიხედვით პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა."- წერს დუნდუა.