45 წლის მილიარდერი - ბლოკბასტერის ”რკინის კაცი” მთავარი გმირის, ტონი სტარკის პროტოტიპია.
ერთ მშვენიერ დღეს ილონი გადაწყვეტს, შეიძინოს სუბმარინა Wet Nellie 1977 წლის ფილმიდან ჯეიმს ბონდის შესახებ ”ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი”. მასკმა - 5 ვაჟის მამამ, 6 წლის განმავლობაში 2-ჯერ იქორწინა და განქორწინდა მსახიობ ტალულა რაილისთან, რამდენიმე კვირის წინ კი ჯონი დეპის ყოფილ მეუღლესთან, ემბერ ჰერდთან ურთიერთობა დაადასტურა.
გთავაზობთ 10 საინტერესო პროექტს, რომლებსაც ილონ მასკმა სიცოცხლე შთაბერა.
Zip2 Corporation
მასკი, სულ რაღაც 24 წლის იყო, როდესაც პირველი ბიზნესი წამოიწყო - მედია-კომპანია Zip2 Corporation, რომელიც სხვა საინფორმაციო ონლაინ-რესურსებს ბიზნეს-დირექტორიებს სთავაზობდა. მასკის კომპანია იმ დროისთვის პირველი ონლაინ-კითხვარის ”ყვითელი ფურცლები” შექმნით იყო დაკავებული. 1999 წელს ილონმა კომპანია 307 მილიონ დოლარად გაყიდა. იმ დროს ეს რეკორდული თანხა გახდა, რომელიც ოდესმე გადაუხდიათ ონლაინ-კომპანიაში.PayPal
გადახდების შესრულების ახალი ტექნოლოგიები e-mail-ის საშუალებით. ერთ-ერთი კონფლიქტის შემდეგ, თანადამფუძნებლებმა მმართველობის საბჭოდან გარიცხეს მასკი და კომპანიას სახელი PayPal-ზე შეუცვალეს. ოდნავ მოგვიანებით, 2002 წელს, ონლაინ-აუქციონმა eBay ამ პროექტში 1,5 მილიარდი დოლარი გადაიხადა.SpaceX
2002 წელს მასკმა აეროკოსმიური კომპანია SpaceX დააფუძნა, რათა კოსმოსური რაკეტების გაშვებაში რევოლუცია მოეხდინა. 2007 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში ილონმა ახსნა, თუ რატომ გახდება ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენი პლანეტის 4,5 მილიარდიანი არსებობის განმავლობაში: ”ერთუჯრედიანი ცხოვრება, მრავალუჯრედიანი ცხოვრება, მცენარეების წარმოშობა, შემდეგ ცხოველების. ამ დროებით სკალაზე დავსვამდი სხვა პლანეტაზე განვითარების შესაძლებლობას უფრო მაღლა, ვიდრე ერთ დროს ოკეანიდან ხმელეთზე სიცოცხლის გადასვლას”. უკვე 2012 წელს კომპანია SpaceX-ის კოსმოსური აპარატი Dragon დედამიწასა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შორის პირველი კომერციული შატლი გახდა.Tesla Motors
2004 წელს მილიარდერმა Tesla Motors-ში ინვესტირება მოახდინა საავტომობილო სამყაროს სამუდამოდ შეცვლის მიზნით. კომპანიის პირველმა ავტომობილმა თავისი შესაძლებლობებით მსოფლიო გააოცა: 100 კმ-სთ სიჩქარის ასაკრეფად, მას 4 წამზე ნაკლები დრო დასჭირდა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მასკმა აქტიური პოზიცია დაიკავა კომპანიის საქმეებში. ყოველწლიურად მისი ავტომობილები სხვადასხვა რეიტინგებში უმაღლეს საფეხურებს იკავებენ.SolarCity
2006 წელს ილონის ბიძაშვილებმა - ლინდონმა და პიტერ რაივეებმა დააფუძნეს მზის პანელების მოსაწყობი ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია SolarCity. მასკი ”სუფთა” ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის მომხრეა და გასაკვირიც იქნებოდა, ნათესავების საქმეში წილი რომ არ ჰქონოდა. თანაც, SolarCity-ს ერთ-ერთი მიმართულება ავტომობილების ელექტროგასამართი სადგურების პროექტირება და მშენებლობა გახლავთ.Mahalo.com
ილონისთვის უჩვეულო მიმართულება - კითხვა-პასუხების საიტი Mahalo.com. ამ პროექტში მასკმა 2007 წელს მოახდინა ინვესტირება, ვებ-რესურსის შექმნის მომენტში. პროექტი Mahalo წარმოადგენს Wikipedia-სა და Quora-ს ერთგვარ მიქსს ერთ საიტზე, რომელიც საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა შექმნას პოსტები კითხვებით და მიიღოს კომენტირებაში მონაწილეობა. მას შემდეგ, რაც Google-მა გადახედა თავის საძიებო მექანიზმს, Mahalo-ს თავისი პერსონალის 10%-ით შემცირებამ და განვითარების სტრატეგიის შეცვლამ მოუწია, ორიგინალური ”how-to” ვიდეოებისა და მომხმარებელთან ”ცოცხალი” კითხვა-პასუხის სესიების შექმნის მიმართულებით.Vicarious
2014 წელს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოველწლიურ სიმპოზიუმზე AeroAstra Centennial, მასკმა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ”ეშმაკის მოწოდებას” შეადარა და აღიარა, რომ მისი შემუშავების ინვესტირებისას ”ხელი პულსზე უჭირავს”. 40 მილიონი დოლარის საინვესტიციოდ, ერთ-ერთი შერჩეული კომპანია გახდა სტარტაპი Vicarious, რომლის საქმიანობაც საკმაოდ გასაიდუმლოებულია.X Prize Foundation
ორგანიზაცია, რომელიც ჯილდოებს გადასცემს გამომგონებლებსა და ინოვატორებს, ასევე საჯარო კონკურსების ორგანიზაციით არის დაკავებული, ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშესაწყობად, რომლებსაც კაცობრიობისთვის სარგებელის მოტანა შეუძლია.NeuroVigil
გასული წლის მაისში მასკი სტარტაპის ძირითადი ინვესტორი გახდა, რომელიც დაკავებულია ტვინისთვის პირველი პორტატული მონიტორის - iBrain შექმნით. პროექტი NeuroVigil ფოკუსირებას ახდენს ტვინის ელექტრონული სიგნალების ანალიზზე, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებს დაეხმარება კლინიკური ცდების ჩატარებაში, ასევე ნევროლოგიური და ნევროდეგენერატიული დაავადებების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. პროექტი, ასევე დაეხმარება NASA-ს კოსმონავტების ტვინის მუშაობის მდგომარეობის დაკვირვებაში, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ყოფნისას.Hyperloop
მაღალსიჩქარიანი სატრანსპორტო ქსელის Hyperloop პროექტი წარმოადგენს სალიანდაგო სისტემას, რომლზეც სპეციალურ მილებში ტექნოლოგიური ვაგონ-კაფსულები 1000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.