ყველა საკაბელო ოპერატორმა მიიღო წერილი შუამავალი კომპანიისგან, რომ ქართული ტელეარხები: იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, GDS, კომერდი არხი, მარაო -კომერციულ დისტრიბუციაზე გადადიან.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის მარტის მონაცემებით საკაბელო ქსელით 500 000 მომხმარებელი სარგებლობს.
სილქნეტის პოზიცია ბაზრის ცვლილებებზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ (ტვ პირველი 18.05.17) - თემის ვრცელი ანალიზით გადაცემაში სტუმრად იმყოფება ილია ენუქაშვილი "სილქნეტის" სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი „სილქნეტი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შორის შედგება ნაყოფიერი და კონსტრუქციული დიალოგი და მივაღწევთ შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორ მხარეთა კომერციული, ასევე აბონენტების ინტერესები“.
იხილეთ ასევე: სილქნეტის პასუხი
(R)