2017 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აპრილში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 145 მილიონი დოლარი იყო. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 139 მილიონი დოლარი შეადგინა.
2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.