2017 წლის I კვარტალში საქართველოში 74 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
როგორც „საქსტატი“ იუწყება, მათგან 18,9% მდებარეობს იმერეთში, 17,6% - ქვემო ქართლში, 14,9% - კახეთში, 13,5% - შიდა ქართლში, 12,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 23,0% სხვა რეგიონებშია განთავსებული:
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 74,4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 56,3% მსხვილფეხა, ხოლო 43,7% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2463,2 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
უწყების ცნობით, სასაკლაოების მიერ 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში 8021,2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39,6% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 42,3% - ფრინველის, 16,1% - ღორის, 2,0% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,001% - სხვაზე.
ამასთან, მომსახურება გაეწია 15,0 ათას პირს, საიდანაც 21,9% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 814 კაცი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 24,6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 8,8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 23,5 ლარი.
2017 წლის I კვარტალში საქართველოში 41 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 24,4 მლნ ლარის ღირებულების (7.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (61,7%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 88,0% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათლით) (34,6%), ქათმის ხორცი (23.3%) და თევზეული (17.9%) წარმოადგენდა.
სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 74,2%-ს, თებერვალში - 69,7%-ს, ხოლო მარტში - 2017 წლის I კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (64,1%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული.
აქვე აღსანიშნავია, რომ ელევატორების 15,4% ფუნქციონირებს თბილისში, 12,8% - შიდა ქართლში, 5,1% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 2.6% გურიის რეგიონშია წარმოდგენილი, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 1001 კაცით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 214,5 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 82,8%-ს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი,
კარტოფილი, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა: 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 39,2 მლნ ლარის ღირებულების 64,8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 65,3% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.
ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 92,0%. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 65,3%-ს, თებერვალში - 58,5%-ს, ხოლო მარტში - 58,6%-ს.