პირველად ისტორიაში ქართულმა ღვინომ ლონდონში პლატინის მედალი მოიპოვა

წარმატება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, თუმცა ლონდონში წარმატებას მაინც სხვა გემო და ხიბლი აქვს.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ ლონდონში გამართულ Decanter-ის დაჯილდოებაზე პლატინის მედალი აიღო. საუბარია კომპანია "მარანულის" მიერ წარმოებულ 2015 წლის იმერულ "ოცხანურ საფერეზე".

ღვინომ "საუკეთესო ქართული წითელი ღვინის" კატეგორიაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ეს ერის ყველაზე პრესტიჟული კონკურსი მეღვინეებისთვის, დაახლოებით ისეთივე, როგორიც "ოსკარების" დაჯილდოებაა კინოხელოვანებისთვის. ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა კომპანიის მიერ წარმოებული კიდევ ორი ღვინო: მუკუზანი და ქვევრის რქაწითელი.

კომპანია "მარანულის" თანადამფუძნებელი გიორგი კილაძე allnews.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კონკურსი ძალიან პრესტიჟულია, ამასთან საუკეთესო ჯილდოს მოპოვება ძალიან რთული ამოცანაა.

"კონკურსზე მონაწილეობისთვის ელექტრონული ფორმის შევსებაა საჭირო. ამასთან, ღვინის ტრანსპორტირებისა და მონაწილეობის ხარჯებსაც კონკურსანტი მეღვინე ანაზღაურებს. საბოლოოდ კი, შესაძლოა, Decanter-ის წარმომადგენლებისგან დადებითი, უარყოფითი ან საერთოდ ვერ მიიღოთ პასუხი. წლებია ქართული ღვინო ამ კონკურსში მონაწილეობას იღებს და მხოლოდ წელს დადგა მისი წარმატების დრო. იხილეთ გაგრძელება