"აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრებად მიმავალი მგზავრების თხოვნით, „საქართველოს რკინიგზა“ კონცერტის დასრულების შემდეგ, თბილისში დასაბრუნებლად, კიდევ ერთ დამატებით რეისს ნიშნავს.
როგორც "საქართველოს რკინიგზის" დეპარტამენტში აცხადებენ, მატარებელი „ბლექსი არენასთან“ მდებარე ახალი სარკინიგზო ბაქნიდან 01:50 საათზე გამოვა და თბილისში 06:30 საათზე ჩავა.
ბილეთები იყიდება როგორც ცენტრალური სადგურის სალაროებში, ასევე ელექტრონულად და სწრაფი გადახდის აპარატებით. "საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს მოუწოდებს იჩქარონ, რადგან ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.
ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith საქართველოში, „ბლექსი არენაზე“ კონცერტს დღეს გამართავს.