აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერის მაჩვენებელმა მისი ინაუგურაციის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნულს ცხადყოფს სააგენტო „როიტერისა“ და კვლევითი ცენტრი Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 56% არ უჭერს მხარს პრეზიდენტის ქმედებებს, 38% კი პირიქით - მხარს უჭერს. გამოკითხულთა 6%-ს პასუხი კითხვაზე არ ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს კვლევითი ცენტრი Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპის საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე გამოკითხული ამერიკელების 39,7% უჭერდა მხარს.