სამეგრელოში სტიქიამ ახალგაზრდა ფერმერი მინდია ქავთარაძე დააზარალა. წყალდიდობამ დატბორა ფუტკრის სკები. სულ განადგურებულია 750 სკა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქზე" საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე ავრცელებს:
"როცა ძალიან გეამაყება ახალგაზრდა ფერმერი მინდია ქავთარაძე, როცა ძალიან გულშემატკივრობ და თვლი რომ ძალიან ბევრს მიაღწევს, და დილით, რომ გირეკავს და გეუბნება წყალდიდობამ 750 სული ფუტკარი წამართვაო! აი რა უნდა უთხრა რითი ანუგეშო არ მესმის... გასკდა გული",- წერს ზამბახიძე.
ვანელი ახალგაზრდა მინდია ქავთარაძე ერთ-ერთი პირველი იყო თავის რაიონში, რომელიც კოოპერატივების შესახებ ENPARD-ის საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო და თაფლის კოოპერატივი "ვაშლარა" შექმნა.
ევროკავშირის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და მერსი ქორპსის დახმარებით, კოოპერატივმა თანადაფინანსებით 35,100 ლარის ოდენობის ტექნიკური აღჭურვილობა მიიღო საჩუქრად. ევროკავშირისა და მერსი ქორფსის დახმარებით, მინდიამ კოოპერატივის მენეჯმენტში და ხარისხიანი თაფლის წარმოებაში სხვადახვა ტრენინგი გაირა, ცოდნა დააგროვა და ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება გადაწყვიტა, რათა თაფლის წარმოება კიდევ უფრო გაზრდილიყო.