ქუთაისის მერიამ „მწერალთა სახლის“ ადგილზე სასტუმროს განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. სასტუმრო ოთხვარსკვლავიანი იქნება და მას სამშენებლო კომპანია "m2" ააშენებს.
ინფორმაცია დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაადასტურა. მისი თქმით, "მწერალთა სახლის" შენობა ამორტიზებული და მოუწესრიგებელია, რის შესახებაც ინფორმაცია მედიით არაერთხელ გავრცელდა, ამიტომ "მწერალთა სახლის" ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მოხდა ტერიტორიის გასხვისება.
პირობის თანახმად, პირველ სართულზე ქუთაისელი მწერლებისთვის ოფისები განთავსდება. დანარჩენ სართულებზე კი სასტუმრო იქნება.
ოფიციალური ინფორმაციით, შენობის ის ნაწილი, რომელიც ინვესტორმა მწერლებისა და ხელოვანი ადამიანებისთვის უნდა გაარემონტოს, ქუთაისის მერიას გადაეცემა. ჯამში საუბარია 350 კვმ.–ზე; ხოლო დარჩენილ ფართს, 2250 კვ.მ–ს კი ინვესტორი სასტუმროს მშენებლობისთვის გამოიყენებს.