გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს.
როგორც ლაშა თორდია აცხადებს, დასკვნის მიხედვით, მერიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფარცხალაძის კომპანიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
თორდია დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს და დასკვნის პროკურატურისთვის გადაგზავნას გეგმავს.
ამასთან, გენერალური აუდიტორი მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის რამდენიმე დღის წინ კაფე ”ელ ცენტროში” მომხდარი დაპირისპირების მიზეზად სწორედ აღნიშნულ დასკვნას ასახელებს.