იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, წინასწარი ინფორმაციით, 600 000 ლარს გადააჭარბა.
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის სოსო ხახალეიშვილის განცხადებით, რამდენიმედღიანმა წვიმამ იმერეთში პრობლემები შექმნა. „მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა ამ დროის მონაცემებით, ზარალი დაახლოებით 600 000 ლარს აღწევს. შეძლებისდაგვარად ყველას დავეხმარებით, ვისაც პრობლემები შეექმნა“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.
ადიდებულმა მდინარე რიონმა სოფელ ჟონეთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.