შეუძლებელია, დავით ნარმანიამ გაბედოს თუნდაც ძალოვანი სტრუქტურების - უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციის, ან თავდაცვის სამინისტროს შემოწმება , - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რომან გოცირიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, დავით ნარმანია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება.
,,შეუძლებელია, მან გაბედოს თუნდაც ძალოვანი სტრუქტურების - უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციის, ან თავდაცვის სამინისტროს, ან ისეთი სტრუქტურების შემოწმება, სადაც დღეს პოლიტიკური გავლენის მქონე პირები აკონტროლებენ ვითარებას. ჩვენ მისი საქმიანობიდან, თუნდაც ბოლო სკანდალებთან დაკავშირებით, დავინახეთ, რომ მას არ აქვს სამწუხაროდ, არც ენერგია და არც პოლიტიკური ნება. ამიტომ ეს იქნება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება", - განაცხადა გოცირიძემ.
დავით ნარმანია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება.
„განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის განიხილება ეს ვერსიაც“, - განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს.